კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ინტერნეტ-მაღაზია „Underdog”– ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებანი
1.1. ინტერნეტ-მაღაზია „Underdog“, ი/მ გიო ლემონჯავას ს/ნ 01019040385, იურიდიული მისამართი: თბილისი სანზონა მე-10დ კორპ ბინა 29, შემდგომში ინტერნეტ-მაღაზია „Underdog“ წარმოადგენს პერსონალური მონაცემების მმართველს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შემსრულებელს (დოკუმენტი№ 5669, მიღების თარიღი 28/12/2012).
1.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ახდენს მომსახურების გამოყენების, ასევე, მისი ინტერნეტ რესურსის ნახვის პროცესში ინტერნეტ-მაღაზიისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების რეგლამენტირებას.
1.3. მოცემული პოლიტიკა განეკუთვნება თანამშრომლების, მნახველებისა და კლიენტების, შემდგომში – „პერსონალური მონაცემების სუბიექტები“-ს მიერ საშინაო გვერდებზე, ელექტრონული ფოსტით წარმოებულ მიმოწერებში, ციფრულ დანართში, გამოკითხვებში, ხელშეკრულებებსა და სხვა წყაროებში წარმოდგენილი ყველა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებას.
1.4. ინტერნეტ-მაღაზია გაძლევთ კლიენტებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამჭვირვალე და პატიოსანი დამუშავების გარანტიას.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება
2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ინტერნეტ-მაღაზია იცავს რეგულაციებს რესურსთან წვდომის განხორციელების ქვეყნის მიუხედავად.
2.2. მიიჩნევა, რომ თქვენ ინფორმირებული ხართ საქართველოში პერსონალური მონაცემების, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამუშავების შესახებ.
2.3. ინტერნეტ-მაღაზია გაწვდით ინფორმაციას, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით, თქვენ ეთანხმებით, რომ იგი შედის მონაცემთა ბაზაში და მასზე საიტიდან https://underdog-wrath.ge/ შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება ან შეხსენება მომსახურების დაწყებული და დაუმთავრებელი შეკვეთების შესახებ.
2.4. საიტის https://underdog-wrath.ge/ გამოყენებით მნახველი ეთანხმება, რომ ინტერნეტ-მაღაზიის „Underdog“, მინდობილი პირები და პარტნიორები, უფლებამოსილნი არიან შეაგროვონ და შეინახონ მონაცემები, რომლებიც იძლევა შემდეგის თვალის დევნებისა და შერჩევის საშუალებას:
2.4.1. ინტერნეტ – საიტის მნახველთა საერთო რაოდენობა;
2.4.2. ინტერნეტ – საიტის ყველა ცალკეული განყოფილების მნახველთა რაოდენობა;
2.4.3. მნახველთა მომსახურე ინტერნეტ პროვაიდერების დომენების სახელწოდება;
2.4.4. IP მისამართი;
2.4.5. ინფორმაცია გადახდის შესახებ, როდესაც მოხმარებელი აწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებას (საგადასახადო ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა);
2.4.6. გადახდის ისტორია და ხერხები, ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგებისათვის სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე;
2.4.7. საიტის გაუმჯობესებისა და მართვის მიზნით სხვა მონაცემები.
2.5. საიტში ინფორმაციის ანალიზისა და სტატისტიკის მიზნებისათვის შეგროვებული და დამუშავებული მონაცემები ინტერნეტ-მაღაზიას შეუძლია გადასცეს მესამე მხარეს, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში მყიდველის იდენტიფიცირების ხელშემწყობი კონფიდენციალური მონაცემები არ აშკარავდება და არ გადაიცემა იმ შეკვეთების გარდა, სადაც გადახდის სახეობა ან გარიგების ფორმა ითვალისწინებს სამმხრივ ურთიერთობებს და აუცილებელია მყიდველის პიროვნების შემოწმება.
2.6. ინტერნეტ-მაღაზია არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP – სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მომხმნარებლის სესია რეგისტრირდება, თუმცა საიტის მომხმარებელი ანონიმური რჩება.
2.7. საიტის ფორმებში შეყვანილი ან გადაგზავნილი ყველა მასალა წარმოადგენს ინტერნეტ-მაღაზიის საკუთრებას, რომელთა გამოყენება მას შეუძლია პირადი საჭიროების მიხედვით, ფიზიკური პირების შესახებ მონაცენების გარდა.
3. მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძვლები
3.1. ინტერნეტ-მაღაზია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
3.1.1. პროფესიული სასწავლო პროგრამების შესწავლაზე და ტრენინგებზე შეკვეთების მიღება და დამუშავება;
3.1.2. მომსახურებისა და დისტანციური შეთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
3.1.3. სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
3.1.4. ინტერნეტ-მაღაზიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
3.1.5. ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
3.1.6. პერსონალის მოძიება და მართვა;
3.2. ინტერნეტ-მაღაზია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:
3.2.1. ინტერნეტ-მაღაზიის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;
3.2.2. პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
3.2.3. დისტანციური შეთანხმებების დადება;
3.2.4. ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;
3.2.5. პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინტერესების დაცვა;
3.2.6. შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის.
3.2.7. შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით.
4. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
4.1. ინტერნეტ-მაღაზია ინახავს პერსონალურ მონაცემებს დამუშავების ზემოაღწერილი მიზნებისა (წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე–3 მუხლი) და საქართველოს ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად:
4.1.1. მთელი პერიოდის განმავლობაში, როცა ინტერნეტ-მაღაზია ასრულერბს საკუთარ მოვალეობებს და აწარმოებს საქმიანობას;
4.1.2. არსებობს პერსონალური მონაცემების შენახვისა და დაცვის იურიდიული ვალდებულება;
4.1.3. მოქმედებს პერსონალური მონაცემების სუბიექტის შეთანხმება.
5. ფაილები COOKIE
5.1. ფაილები cookie – ეს არის ინტერნეტ – რესურსის მომხმარებლის კომპიუტერის ბრაუზერში განთავსებული ტექსტური ფაილები ინფორმაციის ასახვის გაუმჯობესებისა და რესურსის რეგულარული მუშაობის მიზნებისათვის.
5.2. შენახული cookie ფაილები იძლევა თქვენი კომპიუტერის ამოცნობისა და ინტერნეტ-მაღაზიის ინტერნეტ-რესურსზე დაბრუნების შემთხვევაში მონაცემთა განმეორებული შეყვანის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
5.3. ინტერნეტ-მაღაზია იყენებს cookie ფაილებს შემდეგი მიზნებისათვის:
5.3.1. შემოსვლის სესიების მართვა და მომხმარებლის აუტენტიფიკაცია;
5.3.2. ინტერნეტ-რესურსის ფუნქციონალურობის უზრუნველყოფა;
5.3.3. ინტერნეტ-რესურსის მომხმარებლების შემოსვლისა და მოქმედების შესახებს სტატისტიკური მონაცემების მიღება;
5.3.4. ინტერნეტ-რესურსის მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
5.4. ინტერნეტ-მაღაზია არ იყენებს cookie ფაილებს მომხმარებელთა ჩვევებისათვის თვალის დევნების მიზნით, ამიტომაც ახდენს ინფორმირებას cookie ფაილების გამოყენების შესახებ ინტერნეტ-რესურსზე შემოსვლის დროს.
5.5. ინტერნეტ-მაღაზია არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP-სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას.
5.6. რესურსის მომხმარებელს შეუძლია cookie ფაილების წაშლა საკუთარი შეხედულებისამებრ.
5.7. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ კომპიუტერში შენახული cookie ფაილების წაშლა, ასეთ შემთხვევაში საშინაო გვერდის ზოგი ფუნქცია და მომსახურება, შესაძლოა, ვეღარ იმუშავებს.
6. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
6.1. ინტერნეტ-მაღაზია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურობას, რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად.
6.2. ინტერნეტ-მაღაზია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6.3. პერსონალური მონაცემების დამუშავება ინტერნეტ-მაღაზიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
6.4. როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, ინტერნეტ-მაღაზია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.
7. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება
7.1. ინტერნეტ-მაღაზიის მიერ დამუშავებადი პირადი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია განცხადების გაგზავნა წერილობითი სახით ინტერნეტ-მაღაზიის ოფისში საქართველოში იურიდიულ მისამართზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენთ.
7.2. პერსონალური მონაცემების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური მონაცემების წაშლა, მათი დამუშავების შეზღუდვა, მათი დამუშავების წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება, მათი შესწორების ჩატარება, ამისათვის აუცილებელია მოთხოვნის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით: info@underdog-wrath.ge
7.3. ინტერნეტ-მაღაზია ახორციელებს კავშირს პერსონალური მონაცემების სუბიექტთან, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით (ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, მისამართი).
7.4. თუ გაგაჩნიათ ეჭვი თქვენი პესრონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევაზე, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს.
8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
8.1. ინტერნეტ-მაღაზიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება, რომელიც გამოქვეყნდება ოფიციალურ საიტზე: https://underdog-wrath.ge/.
ინტერნეტ-მაღაზია „Underdog“, ი/მ გიო ლემონჯავა ს/ნ 01019040385, იურიდიული მისამართი: თბილისი სანზონა მე-10დ კორპ ბინა 29, ელ.ფოსტა: info@underdog-wrath.ge
2000 წლის 1 აგვისტო